“აშშ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია საქართველოსთვის დღიდან დამოუკიდებლობისა”

„აშშ არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსთვის დღიდან დამოუკიდებლობისა, ყველა სფეროში, როგორიცაა – პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა სახის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები“, – ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ საქართველო – ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ფორუმზე ჟურნალისტებს განუცხადა.
​ფორუმი თბილისში, ათონელის ქუჩაზე აშშ-ის საელჩოს ყოფილ შენობაში მიმდინარეობს. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს აშშ-ის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.
,,ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე. აშშ არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსთვის, დღიდან დამოუკიდებლობისა, ყველა სფეროში, როგორიცაა პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა სახის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. ჩვენ მართლაც მადლიერები ვართ აშშ-ის ამგვარი პარტნიორობისა და მეგობრობის, რომელიც გრძელდება. საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მსოფლიო უსაფრთხოებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში და ჩვენ მომავალშიც ვიქნებით ყველასთვის და მათ შორის, აშშ-სთვის დასაყრდენი პარტნიორები”, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
​ღონისძიებას მთავრობის წევრები, საქართველოს ყოფილი ელჩები აშშ-ში და ამერიკის ყოფილი ელჩები საქართველოში, პარლამენტარები, ექსპერტები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები