თბილისში ფეხით მოსიარულეს მანქანა დაეჯახა

თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა.
„კვირას“ ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ მსუბუქი ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა.
შემთხვევა რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიასთან, ელბაქიძის დაღმართზე მოხდა.
ადგილზე თბილისის სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრის და საპატრულო პოლიციის ბრიგადები იმყოფებოდნენ.
როგორც „კვირას“ თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, მამაკაცი მრავლობითი დაზიანებებით ალადაშვილის სახელობის საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარის შესახებ „კვირა“ შს სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია და სამართალდამცავებისთვის მისი ვინაობა ცნობილია.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276 -ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები