ვაკეში კაფე “ანტრე” დააყაჩაღეს

ვაკეში, კუს ტბის ასახვევთან მდებარე კაფე “ანტრე” დააყაჩაღეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. კაფეში ერთი პირი შეიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა თავდამსხმელმა თანხა წაიღო.  „ანტრეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები მუშაობენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები