ინტელექტუალური ჩემპიონატი “კასპის მუნიციპალიტეტი – როგორ ვიცით ჩვენი ისტორია” ჩატარდა

“კასპის მუნიციპალიტეტი – როგორ ვიცით ჩვენი ისტორია” – ამ სახელწოდებით კასპის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების გაერთიანებამ, კასპის საქალაქო ბიბლიოთეკაში ინტელექტუალური ჩემპიონატი ჩაატარა.
ჩემპიონატში მონაწილეობდნენ კასპის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების გუნდები: კასპის N1 საჯარო სკოლის გუნდი”ოლიმპო”, კასპის N2 საჯარო სკოლის გუნდი “ევრიკა”, კასპის N3 საჯარო სკოლის გუნდი”დიონისე”, ქვემო ჭალის საჯარო სკოლის გუნდი”საამილახვრო”, მეტეხის N1 საჯარო სკოლის გუნდი”ფენიქსი” და დოესის საჯარო სკოლის გუნდი “ედელვაისი”.
პირველი ადგილი მოიპოვა დოესის საჯარო სკოლის გუნდმა “ედელვაისი”, მეორე ადგილი კასპის #1 საჯარო სკოლის გუნდმა „ოლიმპო“, ხოლო მესამე ადგილი სოფელ ქვემო ჭალის საჯარო სკოლის გუნდმა “საამილახვრო”.
პირველ ადგილზე გასულ გუნდს საჩუქრად საქართველოს ისტორიის ათტომეული გადაეცა, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გასულებს საქართველოს მხარეების ილუსტრირებული ალბომი.
საჩუქრები გუნდებს, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები