ირაკლი გედენიძე: ირმა ნადირაშვილმა მითხრა, რა გეგონა მიტინგზე რომ დაეთრეოდიო

“ირმა ნადირაშვილმა მითხრა, აბა რა გეგონა, მიტინგზე რომ დაეთრეოდიო”, – ამის შესახებ ფოტოგრაფმა ირაკლი გედენიძემ დაკითხვისას განაცხადა.
პროკურორმა მას კითხვით მიმართა, რატომ თვლის, რომ მისი და მისი მეუღლის დაკავება 26 მაისის აქციაზე გადაღებულ ფოტოებს უკავშირდება, რაზეც გედენიძემ განაცხადა, რომ გათავისუფლების შემდეგ, ფოტოგრაფად მუშაობისას, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დატოვებული ნივთების წამოღება სურდა, რაც გაჭიანურდა და ამის შემდეგ დაუკავშირდა ირმა ნადირაშვილს, რომელმაც აქციაზე მიანიშნა.
„ირმა ნადირაშვილმა მიპასუხა – ვკითხე, ბოლო-ბოლო მაძლევდნენ თუ არა ჩემს ნივთებს. ნადირაშვილმა ტელეფონში მითხრა, აბა რა გეგონა, აქციაზე რომ დაეთრეოდიო”, – აღნიშნა ირაკლი გედენიძემ.
მისი თქმით, ბრალდებული დავით დევნოზაშვილი, გათავისუფლების შემდეგ, ხშირად აკონტროლებდა.
“რეზონანსის“ ჟურნალისტმა, ელისო ჩაფიძემ ჩემთან ჩაწერა ინტერვიუ. მორიგი დაკავშირებისას, დავით დევნოზაშვილმა მითხრა, ხომ არ გაგიჟდი, ეგ ინტერვიუ არ უნდა გავიდესო. შემდეგ დავუკავშირდი ჟურნალისტს და ვთხოვე, არ გამოექვეყნებინა”, – განაცხადა ირაკლი გედენიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები