პროკურატურა: გიორგი მამალაძის ბარგიდან ამოღებული ნატრიუმის ციანიდი საკმარისი იყო რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის მოსასპობად

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულ გიორგი მამალაძის ბარგიდან ამოღებული ნივთიერება ნატრიუმის ციანიდი იყო და აღნიშნული რაოდენობა რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის მოსასპობად იყო საკმარისი.
”მიღებული ქიმიური, ტოქსიკოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ ბრალდებულის ბარგიდან ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს სწრაფი მოქმედების ძლიერ შხამს – ნატრიუმის ციანიდს, რომლის ოდენობა საკმარისი იყო რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის მოსასპობად. ბალისტიკური და ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ ბრალდებულის ბინიდან ამოღებული პისტოლეტი წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებულ უნომრო ცეცხლსასროლ იარაღს, რომელიც ვარგისია გამოსაყენებლად. გარდა აღნიშნულისა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებს გაეგზავნათ შუამდგომლობები სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები