საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციის პროექტის ინიცირებისთვის ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციის პროექტის ინიცირებისთვის ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მარიამ ჯაშმა განუცხადა.
“დღეს, უმრავლესობის ფორმატში, დეტალურად განვიხილეთ კონსტიტუციური პროექტი და ვიწყებთ ხელმოწერებს საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებისთვის, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და სახალხო განხილვების შედეგად მიღებული რეკომენდაციები მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნება“, – განაცხადა ჯაშმა.
მისვე ცნობით, 5-დან 15 მაისამდე კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საერთო-სახალხო განხილვის ფარგლებში, რეგიონებში შეხვედრებს გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები