„პატრიოტთა ალიანსს“ აქვს შესაძლებლობა, ბუფერული ელექტორატი შემოიკრიბოს“

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი, ანალიტიკოსი დავით ფაცაცია ამომრჩეველთა იმ მაღალი რიცხოვნობის შესახებ საუბრობს, რომლებიც არც „ქართული ოცნების“ და არც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არ არიან. როგორც ფაცაციამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, კოალიციური ერთობის შემთხვევაში, რამდენიმე პარტიას აქვს შესაძლებლობა, ამ ელექტორატის მხარდაჭერა მოიპოვოს. ერთ-ერთ ასეთ პარტიად კი მას საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ მიაჩნია.
„ ის ბუფერული ელექტორატი, რომელზეც ქართული პოლიტიკური სპექტრი საუბრობს, არსებობს. მინიმუმ, ეს შეიძლება იყოს 30-40%, შეიძლება, 80% -იც აკუმულირდეს, თუმცა ამას ძალიან დიდი ფინანსური შესაძლებლობა სჭირდება, რაც „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, არც ერთ გუნდს არ გააჩნია. „ნაციონალურ მოძრაობას“, ფინანსების მიუხედავად, თეორიული შანსიც არ აქვს, რადგან მისი სახელი დისკრედიტებულია. თუ ის ახალ პოლიტიკურ გუნდში არ განახლდა, შეუძლებელია, ის პირველი ძალა გახდეს. „ქართულ ოცნებას“ აქვს ამის რესურსი, მას თავისუფლად შეუძლია პირველი ადგილის შენარჩუნება. ამას გვიჩვენებს ადგილობრივი არჩევნები, რომლის შედეგიც პრაქტიკულად იდენტური იქნება იმისა, რაც საპარლამენტო არჩევნების იყო. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ არ შეიქმნება ის პოლიტიკური კოალიცია, რომელიც გარკვეულ წარმომადგენლობას წარმოაჩენს. ამის პერსპექტივა რამდენიმე პოლიტიკურ პარტიას აქვს, ერთ-ერთი მათგანია „პატრიოტთა ალიანსი“. მას აქვს იმ ელექტორატის შემოკრების შესაძლებლობა, რომელიც განაწყენებულია „ქართულ ოცნებაზე“, აქვს შესაძლებლობა, შემოიკრიბოს ის ელექტორატი, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრამდე აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. მას შეიძლება შეუერთდეს რამდენიმე პოლიტიკური პარტია“, – განაცხადა დავით ფაცაციამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები