„როდესაც პარტიებს ეზღუდებათ ბლოკების შექმნა, ბარიერი 4%-მდე მაინც უნდა დაიწიოს“

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი, ანალიტიკოსი დავით ფაცაცია კონსტიტუციის ახალ პროექტში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს. როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, ბლოკების აკრძალვის ფონზე, 5%-პროცენტიანი ბარიერი პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტში შესვლის შესაძლებლობას უზღუდავს. ​ფაცაცია მიიჩნევს, რომ დადგენილი საარჩევნო ბარიერი 4% -მდე უნდა იყოს დაწეული.
ანალიტიკოსმა კრიტიკულად შეაფასა გამოთავისუფლებული მანდატების გადანაწილების წესიც.
„მანდატების გადანაწილების წესი, რომლის მიხედვითაც გამოთავისუფლებული მანდატები პირველ ადგილზე გასულ პარტიას მიაქვს, არათანაბარი და არასწორია. მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე შესაბამის გადაწყვეტილებას ვენეციის კომისია გამოიტანს. მეორე, როცა ბლოკის შექმნა არ შეიძლება, საფრთხეს წარმოადგენს ბარიერის პრინციპი. ეს ზღუდავს პარტიების შესაძლებლობას, ზღუდავს ბლოკის შექმნის პრინციპს და ზოგადად, პოლიტიკური შესაძლებლობების განვითარებას. პატარა პარტიას არ აქვს შესაძლებლობა, გავიდეს პარლამენტში, მაშინ, როდესაც მას ეზღუდება ბლოკის შექმნა, ბარიერია 5%, გამარჯვებულ პარტიას მიაქვს ყველა ხმა… შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე კარგ შემთხვევში, 3-4 პარტია გავა პარლამენტში. ეს დემოკრატიული განვითარებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. საჭიროა, რომ ბარიერი 4%-მდე მაინც დაიწიოს“, – აღნიშნა ფაცაციამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები