ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდზე პროკურატურამ ერთ-ერთ დაზარალებულად დავით გამყრელიძე ცნო

„ცენტრ პოინტის“ საქმის ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდზე პროკურატურამ ერთ-ერთ დაზარალებულად „ახალი მემარჯვენეების“ ყოფილი ლიდერი, დავით გამყრელიძე ცნო. როგორც ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით მისულმა დავით გამყრელიძემ განუცხადა, იგი თავს დაზარალებულად არ თვლის. მისი თქმით, მას რამდენიმე ხნის წინ მიუვიდა უწყება დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ არავისთვის მიუმართავს.
“მე არ მქონია პრეტენზიები ბინასთან დაკავშირებით, არც „მაგნოლიას“ მშენებლობასთან და ჩაბარებასთან დაკავშირებით, არც მენაშენეებთან მიმართებაში. დიდი ხანია ვიყენებ და ვცხოვრობ ბინაში. თავს დაზარალებულდ არ ვთვლი“, – განაცხადა გამყრელიძემ საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას.
​დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის 5 მოწმე დაიკითხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები