პროკურორი: აშკარაა, რომ ნათია გედენიძე უკანონოდ დააკავეს

ფოტორეპორტიორების საქმის პროკურორის, ემზარ გაგნიძის განცხადებით, აშკარაა, რომ ფოტორეპორტიორი ნათია გედენიძე უკანონოდ დააკავეს.
“დღევანდელ სასამართლოს სხდომაზე გედენიძემ გააცოცხლა ის სურათი, რომელიც რეალურად მოხდა. ასევე, ხელი დაადო დავით დევნოზაშვილს და განაცხადა, რომ ის მას მორალურად თრგუნავდა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე აშკარად გახდა ცნობილი, რომ გედენიძე უკანონოდ დააკავეს”, – განაცხადა საქმის პროკურორმა, ემზარ გაგნიძემ.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 7 ივლისს, შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯაშუშობის ბრალდებით, ღამის საათებში, საგანგებოდ ჩატარებული სპეცოპერაციის გზით, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, ევროპის პრესსააგენტოს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ფოტორეპორტიორი, ირაკლი გედენიძე დააკავეს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე 2011 წლის 26 მაისის მოვლენებს აშუქებდნენ.
ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე პროკურატურამ შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით დევნოზაშვილი უფლებამოსილების გადამეტებისა და პირადი ღირსების შელახვის ბრალდებით დააკავა.
იგივე საქმეზე ანალოგიური ბრალი აქვს წაყენებული გლდანის მერვე დაწესებულების ყოფილ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს, რომელიც წითელი ცირკულარით იძებნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები