„ბანკი რესპუბლიკისა” და „თიბისი ბანკის” გაერთიანება 6 მაისს დასრულდება

„თიბისი ბანკისა” და „ბანკი რესპუბლიკის” გაერთიანება 6 მაისს სრულდება, რის გამოც მიმდინარეობს „ბანკი რესპუბლიკის” ბარათების „თიბისი ბანკის” ბარათებით ჩანაცვლება. 6 მაისის შემდეგ,  მომხმარებელი „ბანკი რესპუბლიკის” ბარათების ნაცვლად, უკვე „თიბისი ბანკის” ბარათების მოხმარებას განაგრძობს.
ყველა იმ მომხმარებელს, რომელსაც ჰქონდა რაიმე ტიპის ბარათი „ბანკ რესპუბლიკაში,” უფასოდ დაუმზადდა იგივე ტიპის ბარათი „თიბისი ბანკში”, რომლის გატანა მათ „ბანკი რესპუბლიკის” ფილიალებიდან შეუძლიათ. ინფორმაცია ბარათის ადგილმდებარეობის შესახებ კლიენტებს სმს შეტყობინების სახით ეცნობებათ. იმ შემთხვევაში, თუ მათ ჯერ არ მისვლიათ ასეთი შეტყობინება, შეუძლიათ მიმართონ ორივე ბანკის „ქოლცენტრს” ნომერზე – 2 27 27 27.
„ბანკი რესპუბლიკის” ბარათები „თიბისი ბანკის” იმავე პირობების მქონე ბარათებით ჩანაცვლდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს ბარათის მომსახურების საკომისიო არ შეეცვლებათ.
ნებისმიერ შემთხვევაში, გაიტანს თუ არა კლიენტი კუთვნილ ბარათს, „ბანკი რესპუბლიკის” ყოფილი ბარათის შესაბამისი ანგარიში, მასზე არსებული ნაშთებით, ავტომატურად ინაცვლებს „თიბისი ბანკში”, რაც ნიშნავს, რომ „ბანკი რესპუბლიკის” ბარათის შესაბამისი ანგარიში არსებობას  „თიბისი ბანკში”განაგრძობს.
ბარათების გადასაცვლელად რამდენიმე დღეა დარჩენილი. „თიბისი ბანკი” თხოვნით მიმართავს კლიენტებს, საკუთარი ბარათების ასაღებად ფილიალებს მაქსიმალურად დროულად მიმართონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები