საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა (ვიდეო)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.
„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, ახალქალაქში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ინახავდა დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულ უაქციზო სიგარეტს, კერძოდ: 500 კოლოფ “DONTABAK“-ს, 480 კოლოფ “GARNY PREMIUM BLUE”-ს, 580 კოლოფ “VIP”-ს, 140 კოლოფ “BLACK TIP-ს, 80 კოლოფ BLACK TIP COMPACT”-ს და 10 კოლოფ „AKHTAMAR“-ს.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 4 – დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას“, -აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები