სოფელ აწყურში სახლი დაიწვა

კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. სახლში მარტოხელა მოხუცი ქალი ცხოვრობდა. მან სახლის დატოვება დროულად შეძლო. როგორც „კვირას“ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა განუცხადა, ხანძრის შედეგად, მთლიანად განადგურებულია სახლის სახურავი და მეორე სართული.
მისივე თქმით, დაზარალებულის დასახმარებლად გამგეობა სარეზერვო ფონდიდან თანხას გამოყოფს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები