მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა და ეროვნული სასახლის დირექტორმა, თიკა რუხაძემ მოაწერეს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს, სამიზნე ჯგუფებზე ორიენტირებული მიდგომით,  სასკოლო ასაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის ფართო საგანმანათლებლო და შემეცნებითი გარემოს შექმნის ხელშეწყობას ითვალისწინებს. ასევე, არაფორმალურ განათლებაზე და სკოლისგარეშე განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, 6-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის საგანმანათლებლო და შემეცნებითი არასაგაკვეთილო აქტივობების შეთავაზებას, არაფორმალურ (საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ხორციელდება ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებისაგან დამოუკიდებლად) და სკოლისგარეშე სწავლებაში ჩართულ პედაგოგთა და მუშაკთა პროფესიული კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობას და სხვ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები