საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში ევრაზიის რეგიონიდან 2017 წლის საუკეთესო დიპლომატად აღიარეს

ქ. ლონდონში Tata DIPLOMAT magazine-ის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ ცერემონიაზე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოებში თამარ ბერუჩაშვილი,  ევრაზიის რეგიონიდან,  2017 წლის საუკეთესო დიპლომატად აღიარეს.
საქართველოს ელჩს ჯილდო ქ. ლონდონში Jumeirah Carlton Tower-ში გამართულ ღონისძიებაზე გადასცეს, რომელსაც 250 სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის, ქ. ლონდონში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, წამყვანი დიპლომატები და ბიზნესწრეების წარმომადგენლები.
აღნიშნული დაჯილდოების ცერემონია უკვე მე-9 წელია იმართება და აღიარებს ლონდონის დიპლომატიური წარმომადგენლობების გამორჩეულ საქმიანობასა და წარმატებებს, რაც მათი ქვეყნების კეთილდღეობას ემსახურება. ჟურნალმა “DIPLOMAT”-მა გამარჯვებულები  10 კატეგორიაში გამოავლინა. კანდიდატები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა დაასახელეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები