იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა კორპუსის კრიტიკასთან დაკავშირებით ინიციატივას მხარი დაუჭირა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, მოსამართლეთა კორპუსის კრიტიკასთან დაკავშირებით, ევა გოცირიძის ინიციატივას მხარი ერთხმად დაუჭირა.
საბჭოს წევრები შეთანხმდნენ ტექსტზე, რომელიც მოსამართლეთა კრიტიკის აკრძალვასთან არის დაკავშირებული.
როგორც ინიციატივის ავტორი ევა გოცირიძე აცხადებს, კრიტიკა დასაშვებია, თუმცა არა შეურაცხყოფა.
სხდომის გახსნისას, ევა გოცირიძემ განაცხადა, რომ განცხადების ტექსტში დართულია ბოლოდროინდელი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული ის გამონათქვამები, რომელიც მოსამართლეების მისამართით ისმოდა, ეს კი გოცირიძის თქმით, ხშირად სცდებოდა გამოხატვის თავისუფლებას.
განცხადების ტექსტს, რომელიც მოგვიანებით გამოქვეყნდება, იუსტიციის საბჭო სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გადაუგზავნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები