თედო ჯაფარიძე: პრემიერ-მინისტრის რუმინეთში ვიზიტის დროს. შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებიც იქნება განხილული

“რუმინეთი ჩვენი მეგობარი, პარტნიორი ქვეყანაა და აქედან გამომდინარე, პრემიერის ვიზიტი ამ ქვეყანაში განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, მე ვიტყოდი, სტრატეგიული მნიშვნელობის”, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, თედო ჯაფარიძემ განაცხადა.
​მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის რუმინეთში ვიზიტის დროს, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებიც იქნება განხილული და ამ თემას დიდი დრო დაეთმობა.
„ძალიან დიდი პაკეტია, ჩვენი ურთიერთობები სხვადასხვა სექტორში. ეს არის ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა. არის მრავალმხრივი ფორმატები. მოგეხსენებათ, რუმინეთი გახლავთ ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყანა, აქედან გამომდინარე, ჩვენი ურთიერთობები ამ ქვეყანასთან ამ კონტექსტშიც იქნება განხილული. ასევე, შავი ზღვა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, რომლითაც დაინტერესებულია რუმინეთი, როგორც ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყანა. გარდა იმისა, რომ რუმინეთი დღეს ნატოში არის მომხსენებელი ამ საკითხთან დაკავშირებით, რუმინეთი გახლავთ აგრეთვე, იმ საელჩოებში, რომლებიც საქართველოშია განლაგებული, ის ქვეყანა, რომელსაც მიჰყავს ჩვენი ურთიერთობები ნატოსთან. აქედან გამომდინარე, ამ საკითხსაც დაეთმობა ძალიან დიდი დრო, როგორც ჩემთვის არის ცნობილი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
​საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი რუმინეთში დღეს დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები