სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ხეხილის ესპანური ჯიშები გადაეცა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საკოლექციო-სადემონსტრაციო ბაზას ხეხილის 40-ზე მეტი პერსპექტიული, ესპანური ჯიში გადაეცა. სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და ესპანურ კომპანია  „ვივეროს პროვედოს” შორის არსებული ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, ჯიღაურას ბაზას მსხლის, გარგრის, ატმის, ნუშის, ბლის და ქლიავის ნერგები გადაეცა.
აღნიშნული ჯიშების ბიოლოგიურ-სამეურნეო თვისებების შესწავლა საერთაშორისოდ აღიარებული ჯიშთა შესწავლის მეთოდებისა და პროტოკოლების მიხედვით განხორციელდება. კვლევების შედეგად, ადგილობრივი მეხილე ფერმერები ახალი კონკურენტუნარიანი ჯიშების თავისებურებებისა და უპირატესობების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები