გიორგი კვირიკაშვილი რუმინეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტი რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრით დაიწყო.
როგორც ”კვირას“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, სორინ გრინდეანუმ ქართველ კოლეგას ვიქტორიას სასახლეში უმასპინძლა.
პირისპირ გამართულ შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა და სორინ გრინდეანუმ  საქართველო-რუმინეთს შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს.
ყურადღება გამახვილდა როგორც ორ ქვეყანას შორის, ისე შავი ზღვის რეგიონის ფარგლებში სავაჭრო-ეკონომიკური, ენერგეტიკული და სატრანსპორტო კომუნიკაციის განვითარების მნიშვნელობაზე.
პრემიერ-მინისტრებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი განიხილეს და ამ მიმართულებით მიღწეული წარმატება აღნიშნეს.
რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილს  ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წარმატება მიულოცა – საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭება და კიდევ ერთხელ გამოთქვა რუმინეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები