ენგურის ხიდზე მიმდინარე აქციის დროს როგავების ოჯახის წევრი დააკავეს

ენგურის ხიდზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველებმა ერთ პირი დააკავეს.
პოლიციამ გასულ კვირას დაკავებული მამა-შვილი როგავების ოჯახის წევრი – დარეჯან როგავა დააკავა, რასაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
არჩიკო და პაატა როგავების ოჯახის წევრები ენგურის ხიდთან საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი საქართველოს ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ, რათა არჩიკო და პაატა როგავები დრანდის ციხიდან გათავისუფლდნენ.
როგავების ოჯახის წევრებმა ენგურის ხიდის გადაკეტვაც სცადეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები