მარინ ლე პენმა „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერის თანამდებობა დატოვა

ულტრამემარჯვენე „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერმა, მარინ ლე პენმა პარტიის ლიდერის თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ მთელ ყურადღებას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე გადაიტანს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
„მე ყოველთვის მეგონა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ყველა ფრანგის პრეზიდენტი უნდა იყოს. ამიტომ დროა, სიტყვებიდან საქმეებზე გადავიდეთ“ ,- განაცხადა ლე პენმა.
ცნობისთვის, მარინ ლე პენი, ემანუელ მაკრონთან ერთად, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩვენების მეორე ტურში გადავიდა.  მან ამომრჩეველთა 21,53% მიიღო, ხოლო მაკრონმა – 23,75%.
ექსპერტები მეორე ტურში მაკრონის გამარჯვებას პროგნოზირებენ, ვინაიდან დანარჩენმა კანდიდატებმა ამომრჩეველს მის სასარგებლოდ ხმის მიცემისკენ მოუწოდეს. ანალოგიური განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმაც გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები