საგადასახადო სამართალდარღვევის 435 ფაქტი გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, 17-დან 23 აპრილამდე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 435 ფაქტი გამოვლინდა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 4,288 გადამხდელი.
აღნიშნული გადამხდელებიდან დაფიქსირდა საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 42 ფაქტი, ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 34 შემთხვევა და მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 359 ფაქტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები