უკრაინაში ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს

უკრაინის ნაციონალურმა პოლიციამ ქართველი „კანონიერი ქურდი“ გელა ჯოჯუა, მეტსახელად „გელა ტბილისკი” დააკავა. ამის შესახებ ნაციონალური პოლიციის კიევის სამმართველოს ხელმძღვანელმა ანდრეი კრიშენკომ განაცხადა.
„ჯოჯუა რუსეთის მოქალაქეა. ის „კანონიერი ქურდის სტატუსს 1996 წლიდან ატარებს. კიევში „გელა ტბილისკი“ გასულ წელ ჩამოვიდა და მან რამდენიმე დანაშაულებრივი დაჯგუფება შექმნა. ქალაქ ხერსონში გელა ჯოჯუა რამდენიმე დაჯგუფებას მფარველობდა, რომლებიც ავტომობილების გატაცებით იყვნენ დაკავებულები“, – განაცხადა კრიშენკომ.
„გელა ტბილისკი“ წარსულში არაერთხელ არის ნასამართლევი, მათ შორის ძარცვისთვის, და ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის. საერთო ჯამში 2016 წელს უკრაინიდან 14 „კანონიერი ქურდია“ დეპორტირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები