რუსთავის მე-3 საჯარო სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა

რუსთავის მე-3 საჯარო სკოლაში სამართალდამცველებმა მუშაობა დაასრულეს. ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა.
სკოლაში ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია 112-ში შევიდა.
განხორციელდა სასწავლო დაწესებულებიდან მოსწავლეებისა და მასწავლებლების ევაკუაცია.
ადგილზე სამართალდამცველები და გამნაღმველები იმყოფებოდნენ. ისინი რუსთავის მე-3 საჯარო სკოლაში ნახევარი საათის განმავლობაში მუშაობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები