თბილისში პირველი რეგიონალური ენერგოუსაფრთხოების კურსი ტარდება

თბილისში პირველი რეგიონალური ენერგოუსაფრთხოების კურსი ტარდება.
ღონისძიება 24-28 აპრილის ჩათვლით NATO-ს ენერგოუსაფრთხოების ცენტრის, ამერიკის შეერთებული შტატების Naval Postgraduate School-ის და სსიპ სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტა“-ს და NATO-ს სამეკავშირეო ოფისის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად იმართება.
როგორც „კვირას“ დელტადან აცნობეს, კურსი მიზნად ისახავს ამიერკავკასიის რეგიონში ენერგოუსაფრთხოების მნიშვნელობის შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ენერგოუსაფრთხოების სფეროს განვითარებაში NATO-ს როლის განსაზღვრას.
კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს საქართველოს, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები, რომლებიც კურსის მიმდინარეობისას მიღებულ გამოცდილებას საკუთარ უწყებებში გაავრცელებენ.
პირველი რეგიონალური ენერგოუსაფრთხოების კურსში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ენერგეტიკის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის, გარემოს დაცვის სააგენტოს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები