მერაბ ღოღობერიძის სასამართლო პროცესი გადაიდო

არასამთავრობო ორგანიზაცია “კორუფციასთან ბრძოლის” საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის, მერაბ ღოღობერიძის სასამართლო პროცესი გადაიდო.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძის განმარტებით, მერაბ ღოღობერიძის დაუსწრებლობის გამო, სასამართლო პროცესი არ გაიმართება. დღევანდელ პროცესზე სასამართლოს უნდა ემსჯელა ღოღობერიძის მხრიდან ადმინისტრაციულ სამართალდაღვევასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატება პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობაში.
გარდა ამისა, ღოღობერიძეს ბათუმში, 11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით წაყენებული აქვს სისხლის სამართლის ბრალდება, რის გამოც იმყოფება პატიმრობაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები