როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – გრძელვადიანი პროგნოზი

24 აპრილს, დღის პირველ ნახევარში, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში შენარჩუნდება წვიმიანი ამინდი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსი იქნება.
25 აპრილს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) კვლავ მოსალოდნელია ცივი და ნალექიანი ამინდი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. დედაქალაქში უნალექო ამინდი იქნება. 26 აპრილიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში გამოიდარებს და დათბება. ღამის საათებში 28 აპრილამდე დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები