უკრაინაში ეუთოს მონიტორინგის სპეციალური მისიის წევრი დაიღუპა

უკრაინის აღმოსავლეთით, ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში ეუთოს მონიტორინგის სპეციალური მისიის ავტომობილის აფეთქების შედეგად მისიის ერთი წარმომადგენელი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია სეპარატისტული რეგიონის მილიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დღეს, 23 აპრილს, ეუთოს მონიტორინგის სპეციალური მისიის ორი ეკიპაჟის გადაადგილებისას სლავიანოსერბსკიდან სოკოლნიკის მიმართულებით, სოფელ პრიშიბის ტერიტორიაზე ერთ–ერთი მანქანა ნაღმზე აფეთქდა. შედეგად დაიღუპა მისიის ერთი წევრი, ერთი კი დაიჭრა“, – ნათქვამია ადგილობრივი მილიციის განცხადებაში.
ინფორმაციას ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურციც ადასტურებს, რომელიც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები