საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაძლიერებული უსაფრთხოების ფონზე მიმდინარეობს
საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში პარიზში მომხდარი მორიგი ტერაქტიდან სამი დღის შემდეგ ტარდება, ამიტომ ქვეყნის უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები მოქმედებს. ქვეყნის მასშტაბით 50 ათასზე მეტი პოლიციელი და 7 ათასი სამხედროა მობილიზებული. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე სამართალდამცველებმა პარიზის რკინიგზის სადგურში მამაკაციც დააკავეს, რომელიც პოლიციელებს დანით ემუქრებოდა.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს – 45 მილიონზე მეტი ადამიანი ქვეყნის ახალ ლიდერს ირჩევს. პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად სულ 11 კანდიდატი იბრძვის.