ტრამპმა ვიეტნამის პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიიწვია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვიეტნამის პრემიერ-მინისტრი  ნგუენ სუან ფუკი შეერთებულ შტატებში დაპატიჟა. ამის შესახებ “როიტერს“ ვიეტნამის მთავრობაში აცნობეს.
„როიტერის“ ცნობით, აშშ-მა და ვიეტნამმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარება ჯერ კიდევ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში დაიწყეს. საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ მან ვიეტნამთან ურთიერთობების ნორმალიზების კურსის გაგრძელების შესახებ განაცხადა.
მიმდინარე წელს ტრამპი აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის  სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ვიეტნამში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები