მაჰმუდ აჰმადინეჟადს ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი – მაჰმუდ აჰმადინეჟადი არ დაუშვეს. ამჟამად საპრეზიდენტო არჩევნებში ექვსი კანდიდატი, მათ შორის ირანის მოქმედი ლიდერი ჰასან რუჰანი და კონსერვატორების წარმომადგენელი ებრაჰიმ რაისი მონაწილეობს.
საერთო ჯამში, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 1600-მა ადამიანმა გამოთქვა. კანდიდატთა საბოლოო სია ცნობილი 27 აპრილს გახდება.
საპრეზიდენტო არჩევნები ირანში 19 მაისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები