წითელ ხიდზე ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

„წითელი ხიდის“, საბაჟო გამშვებ პუნქტში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, აზერბაიჯანის მოქალაქეების, ს.რ-სა და ს.რ-ს ავტომობილების ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (26 აბი), ასევე მარიხუანა (0,19 გრამი) აღმოაჩინეს.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მარნეულის რაიონული სამმართველოს ალგეთის პოლიციის განყოფილებას გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები