ირანი აშშ-ს საკუთარი ვალდებულებების შესრულებას ურჩევს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ ჯავად ზარიფმა აშშ-ს საკუთარი ვალდებულებების შესრულება ურჩია, რასაც 2015 წელს ხელმოწერილი „ბირთვული გარიგება“ ითვალისწინებს.
ზარიფმა ეს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის მიერ ირანის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა. პრეზიდენტად არჩევამდე, დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ ის თეირანთან ბირთვულ იარაღზე მიღწეულ შეთანხმებას გადახედავდა.
ცნობისთვის, ტილერსონმა დღეს ირანი აღმაშფოთებელ პროვოკაციებში დაადანაშაულა. მისი თქმით, ამ ქმედებებს ახლო აღმოსავლეთში დესტაბილიზაცია შეიძლება მოჰყვეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
„თუ სიტუაციას თვითდინებაზე მივუშვებთ, ირანი შესაძლოა, იგივე გზას დაადგეს, რასაც ჩრდილოეთ კორეა და ამაში მთელი მსოფლიო ჩაითრიოს“, – განაცხადა ტილერსონმა ვაშინგტონში სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები