ლავროვი: „ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერა რეალურია“

ოკუპირებულ აფხაზეთში მყოფი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მომავალში ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერა სავსებით რეალურია. მისი თქმით, ამ საკითხზე მუშაობა ჟენევის დისკუსიების ფარგლებში უნდა გაგრძელდეს.
„ჟენევის დისკუსიებს ნელა, მაგრამ მოაქვს პოლიტიკური შედეგი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ ფორმატში ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერა შესაძლებელი იქნება.- აცხადებს ლავროვი.
ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია მუშაობის გაგრძელება კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაში აფხაზეთისთვის მუდმივი წევრის სტატუსის მინიჭებაზე, თუმცა ამ გადაწყვეტილებას ორგანიზაციის ყველა წევრის თანხმობა სჭირდება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სევე მაღალი შეფასება მოსცა რუსეთის და აფხაზეთის შეიარაღებული ძალების თანამშრომლობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები