ოკუპანტებმა სასაფლაოს ტერიტორიიდან გატაცებული ქართველები გაათავისუფლეს
ოკუპანტებმა, 17 აპრილს მავთულხლართებს მიღმა დარჩენილი არცევის სასაფლაოზე დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლეს. ისინი გორში სამხარეო პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან.
სოფელ ჯარიაშენის მკვიდრნი – ლევან ბოლოთაშვილი, გიორგი ბაბუნაშვილი და რეზო სრესელი ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის დააკავეს. რეზო სრესელი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე მეორედ დააკავეს.