თურქეთში ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში დღეს ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.
შვეულმფრენმა კატასტროფა ტუნჯელის პროვინციაში განიცადა. ამის შესახებ გამოცემა Hürriyet-ი იუწყება.
ვერტმფრენი ქვეყნის უშიშროების სამსახურს ეკუთვნოდა. შვეულმფრენის ბორტზე მყოფთა შორის პოლიციის 8 თანამშრომელი და ორი მოსამართლე იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები