არაბული მედიის ინფორმაციით “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერი ალ ბაღდადი დააკავეს

„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაკრ ალ ბაღდადი ერაყის ქალაქ მოსულიდან გაქცევის მცდელობის დროს დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას არაბული მედია ავრცელებს. ამ ინფორმაციის მიხედვით, ალ ბაღდადი ერაყი-სირიის საზღვრის გადაკვეთისას დააკავეს.
შესაბამისი ინფორმაციით, არაბულ საინფორმაციო საშუალებებს გაეროს ინფორმაციის და უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ჰეითამ აბუ საიდმა მიაწოდა.
ალ ბაღდადიზე რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ავიადარტყმის შედეგად მძიმედ დაიჭრა, თუმცა ოფიციალურად ეს ცნობები არ დადასტურებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები