ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ლავროვის ვიზიტზე განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ოფიციალური პირების მხრიდან ბოლო დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სოხუმში დაგეგმილი ვიზიტის გამო რამდენიმე საპროტესტო განცხადება გაკეთდა.
საუბარია საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევაზე და ვიზიტის უკანონობაზე. ამის შესახებ ე.წ. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ტიპის განცხადებებს მიუღებელს უწოდებს. “სამუშაო ვიზიტი რუსეთ-აფხაზეთის ორმხრივი ურთიერთობების ხასიათს და საერთაშორისო ნორმებს შეესაბამება. შესაბამისად, სოხუმის დე ფაქტო უწყება მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს ტერიტორიული მთლიანობის ტერმინით ჟონგლირება და რეგიონში არსებული პოლიტიკური რეალობები აღიაროს” წერია განცხადებაში.