„კავკაზსკი უზელი“ – აფხაზეთის გავლით რუსეთში თურქული პომიდორი ხვდება

ოკუპირებული აფხაზეთის გავლით, რუსეთში თურქული კონტრაბანდული პომიდორი ხვდება. ამის შესახებ „კავკაზსკი უზელი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, 2016 წელს აფხაზეთიდან რუსეთში მიწოდებული პომიდვრის ოდენობა 15-ჯერ გაიზარდა წინა წელთან შედარებით. რუსეთის ბოსტნეულის მწარმოებელთა ნაციონალური კავშირის თავმჯდომარის, სერგეი კოროლიოვის ინფორმაციით, 2016 წელს აფხაზეთიდან რუსეთში 2 ათასი ტონა პომიდორი ჩაიტანეს, რომლის ფასიc 2 მილიონი შშ დოლარს შეადგენს, მაშინ, როდესაც 2015 წელს საერთო მოცულობის ფასმა 144 ათასი დოლარი შეადგინა.
მისივე განცხადებით, ეჭვს არ იწვევს, რომ ეს თურქული პომიდორია. კონტრაბანდულმა მიწოდებამ ისეთ ოდენობას მიაღწია, რომ ემბარგოზე საუბარი შეუძლებელია.
რუსეთმა თურქეთიდან პომიდვრის და ბოსტნეული იმპორტი 2016 წლის 1-ლი იანვრიდან აკრძალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები