ე.წ. სამხრეთ ოსეთი დაკავებულ ქართველებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „უშიშროების კომიტეტი“ ორშაბათს დაკავებულ ქართველთა ვინაობას ასახელებს.
„მესაზღვრეების“ მიერ ორშაბათს დაკავებულთა შორის ერთი თბილისელი – 28 წლის გიორგი ბაბუნაიშვილია, ორი კი გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენის მკვიდრია – 28 წლის რევაზ სრესელი და ლევან ბოლოთაშვილია.
როგორც ე.წ უშიშროების კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი, მიმდინარეობს მუშაობა, რათა სასაზღვრო სამსახურმა საქმის მასალები სასამართლოს გადაუგზავნოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები