ზურაბ აბაშიძე ოკუპირებულ აფხაზეთში ლავროვის ვიზიტს, “ქვეყნის სუვერენიტეტის უხეშ ხელყოფას”, უწოდებს

“მოსკოვის მხრიდან ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში დესტრუქციული ნაბიჯები გააქტიურებულია”, – აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ვიზიტთან დაკავშირებით გააკეთა.
მისი თქმით, ლავროვის ვიზიტი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის უხეში ხელყოფაა.
„მან ასეთი ვიზიტები 2011, 2009, 2008 წლებშიც განახორციელა. რუსეთმა ბოლო ხანს სხვა დესტრუქციული ნაბიჯებიც გადადგა საქართველოსთან მიმართებაში. ყოველივე ეს საერთაშორისო სამართლის უხეში ხელყოფაა და ასე აფასებს ამას საერთაშორისო თანამეგობრობაც“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოკუპირებულ აფხაზეთს 18-19 აპრილს ეწვევა.
ლავროვი რუსეთის საელჩოს გახსნის და დე ფაქტო ლიდერებთან შეხვედრებს გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები