რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
გორის რაიონში რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.
როგორც „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ისინი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით არიან დაკავებული.
უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და დაკავებულების გასათავისუფლებლად მიმდინარეობს მუშაობა.
ადგილობრივების განცხადებით, 3 ახალგაზრდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არცევში მდებარე სასაფლაოზე შესვლას ცდილობდა, რა დროსაც ისინი ოკუპანტებმა დააკავეს.