ერნესტ ჰემინგუეის მიერ მარლენ დიტრიხისთვის მიწერილ სასიყვარულო წერილს აუქციონზე გაყიდიან
წერილი, რომელშიც მწერალი ერნესტ ჰემინგუეი მსახიობ მარლენ დიტრიხს სიყვარულს უხსნის, აუქციონზე გაიყიდება. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
აუქციონი ნიუ–იორკში გაიმართება. წერილის საწყისი ფასი 30 ათასი დოლარია. ვაჭრობა Swann–ის აუქციონზე ჩატარდება.
ეს წერილი ჰემინგუეიმ დიტრიხს 1952 წელს მისწერა. „იცოდე, რომ ყოველთვის მიყვარხარ. ზოგჯერ შენს შესახებ ვივიწყებ, ისევე, როგორც მავიწყდება, რომ ჩემი გული ძგერს. მაგრამ ის ძგერს ყოველთვის“, – წერს მწერალი სასიყვარული წერილში.
ჰემინგუეიმ და დიტრიხმა ერთმანეთი 1934 წელს გაიცნეს, მას შემდეგ ისინი ერთმანეთს წერილებს წერდნენ. ცნობილია რომ მათ რომანი არ ჰქონიათ.
დიტრიხის შვილიშვილებმა მის მიერ ჰემინგუეისგან მიღებული წერილები აუქციონზე ადრეც რამდენჯერმე გაიტანეს.