ირაკლი ღარიბაშვილი Moller-Maersk -ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

დავოსში  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი გრძელდება. დღეს ის Moller-Maersk -ის აღმასრულებელ დირექტორს, ნილ ანდერსენს შეხვდა. Maersk ჯგუფი შედგება კომპანიათა ქსელისაგან, რომელიც  საზღვაო გადაზიდვებისა და ენერგეტიკის ორი ძირითადი მიმართულებით მოღვაწეობს.
Maersk ჯგუფს აქვს ბიზნესის ოთხი ძირითადი მიმართულება, რომელიც მოიცავს Maersk ხაზს, APM ტერმინალს, Maersk ნავთობსა და Maersk ბურღებს. ამ და რამდენიმე სხვა კომპანიაში, ჯგუფს ჰყავს დაახლოებით 121 000 დაქირავებული თანამშრომელი და 2012 წელს მისი შემოსავალი შეადგენდა 59 მლრდ ამერიკული დოლარს. ის  მსოფლიო საპორტო ოპერაციების წამყვანი კომპანიაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები