სოფელ ნიქოზში გამწვანების აქცია გაიმართა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის ინიციატივით, სოფელ ნიქოზის საჯარო ბაგა-ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გაიმართა.
აქციის ფარგლბში, ეროვნულ საშენი მეურნეობიდან გამოყოფილი 100-მდე ტუიას, მუხისა და კაკლის ნერგები დაირგო. გამწვანების აქციაში მონაწილეობა ბაგა-ბაღის პედაგოგებსა და მოსწავლეებთან ერთად, ადგილობრივმა მოსახლეობამ, ასევე ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები