აღდგომის დღესასწაულზე გზებზე არსებულ შეზღუდვასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

აღდგომის დღესასწაულზე თბილისში მდებარე სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდება. რეგულაციები ორი დღის განმავლობაში იმოქმედებს.
როგორც „კვირას “ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, 16 და 17 აპრილს საბურთალოს, კუკიის, მუხათგვერდის და თბილისის ზღვის სასაფლაოების მიმართულებით ავტომანქანები შემდეგი მარშრუტებით იმოძრავებენ – საბურთალოს სასაფლაოსთან ავტომანქანებით მისვლა შესაძლებელი იქნება ვაჟა-ფშაველას გამზირიდან სანდრო ეულის ქუჩის და უნივერსიტეტის ქუჩის გავლით.
სასაფლაოს ტერიტორიას ავტომანქანები უნივერსიტეტის ქუჩით, თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით დატოვებენ.
კუკიის სასაფლაოს მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება საბჭოს მოედნიდან, ნორიოს აღმართის და მამარდაშვილს ქუჩის გავლით. სასაფლაოს ტერიტორიას ავტომანქანები ცაიშის, ქვალონის, აბაშიძის და 9 ძმის ქუჩებით დატოვებენ.
მუხათგვერდის სასაფლაოსკენ ავტომანქანებისთვის მოძრაობა იქნება წრიული – აღმაშენებლის ხეივნიდან გიორგი ბრწყინვალის ქუჩის გავლით.
თბილისის ზღვის სასაფლაოს მიმართულებით ავტომანქანებისთვის მოძრაობა ნებადართული იქნება ხუდადოვის და ანაპის დივიზიის ქუჩებით, თემქის მხრიდან. სასაფლაოდან წამოსვლა შესაძლებელი იქნება მუხრანის და ხუდადოვის ქუჩებით.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი სასაფლაოებთან მიმოსვლისთვის ამავე მარშრუტებით იმოძრავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები