“ნასა”: სატურნის ერთ-ერთ თანამგზავრზე სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობები არსებობს

აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენლებმა სატურნის ერთ-ერთ თანამგზავრზე, ენცელადზე სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ასტრონომებმა ინფორმაცია კოსმოსური ზონდი „კასინიდან’ მიიღეს.
კასინი’ “ნასას”, ევროპული კოსმოსური სააგენტოს და იტალიის კოსმოსური სააგენტოს ერთობლივი პროექტია. ის კოსმოსში 1997 წელს გაუშვეს, ხოლო სატურნს ზონდი 1997 წელს მიუახლოვდა.
ენცელადის დიამეტრი 504 კილომეტრია. თანამგზავრის ზედაპირი სიცოცხლისთვის ხელსაყრელი არ არის, თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ოკეანის ფსკერზე ტემპერატურა ცელსიუსით 90 გრადუსს შეადგენს, რაც თეორიულად სიცოცხლისთვის ხელსაყრელ გარემოსთან არის მიახლოებული.
ენცელადის ატმოსფერო სატურნის სხვა თანამგზავრებთან შედარებით ძალიან მკვრივია. მისი 91 % წყლის ორთქლისგან, 4% აზოტისგან, 3,2 % ნახშირორჟანგისგან და 1,7 პროცენტი მეთანისგან შედგება. ასევე ასტრონომებმა ამ თანამგზავრზე წყალბადი აღმოაჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები