პრეზიდენტი ჟანეტა არჩვაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ცნობილი ქართველი ტელეწამყვანის, საქართველოს სახალხო არტისტის, ჟანეტა არჩვაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც პრეზიდენტის სამძიმრის წერილშია აღნიშნული, ჟანეტა არჩვაძის სახელი განუყოფელია ქართული ტელევიზიის ისტორიისგან და მან ათწლეულების განმავლობაში არაერთი თაობის სიყვარული დაიმსახურა.
“ჟანეტა არჩვაძის სახელი განუყოფელია ქართული ტელევიზიის ისტორიისგან. ერთ-ერთმა პირველმა ტელეწამყვანმა, ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ოჯახების ყოველდღიურმა სტუმარმა, არაერთი თაობის თაყვანისცემა და სიყვარული დაიმსახურა.
ქართულ საზოგადოებასთან ერთად, პატივს მივაგებ მის ნათელ ხსოვნას”,-ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.
ცნობილი ქართველი ტელეწამყვანი ჟანეტა არჩვაძე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საქართველოს სახალხო არტისტი ტელევიზიაში დაარსების დღიდან მუშაობდა და წლების განმავლობაში მიჰყავდა როგორც საინფორმაციო პროგრამა „მოამბე“, ასევე, სხვადასხვა მხატვრული, შემეცნებითი და საბავშვო გადაცემა.
2014 წლის 30 დეკემბერს, პირველი არხის დაბადების დღეს, მთაწმინდის სატელევიზიო ანძასთან ჟანეტა არჩვაძეს სახელობითი ვარსკვლავი გაუხსნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები