იენს სტოლტენბერგი: საქართველო შთამბეჭდავ რეფორმებს ახორციელებს, ახდენს თავდაცვითი სტრუქტურების მოდერნიზებას და ებრძვის კორუფციას

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ელიოტის საგარეო საქმეთა სკოლაში სიტყვით გამოვიდა, სადაც მან საქართველოს შესახებ ისაუბრა.
„საქართველო შთამბეჭდავ რეფორმებს ახორციელებს, აძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ახდენს თავდაცვითი სტრუქტურების მოდერნიზებას და ებრძვის კორუფციას. ყველაფერი ეს, თუნდაც გარკვეულწილად, საქართველოს ნატო-ს წევრობისადმი მისწრაფებას უკავშირდება. მე ყოველთვის ვუსვამდი ხაზს იმას, რომ მსგავსი რეფორმების განხორციელება მნიშვნელოვანია ნატოსთან დასაახლოვებლად, მაგრამ ამ მიზნის მიუხედავადაც უნდა ხდებოდეს კორუფციასთან ბრძოლა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება“, – აღნიშნა მან.
მისი თქმით, ნატოს კარები ღიაა და ნატო-ს გაფართოება აპლიკანტი ქვეყნისა და 28 (მალე 29) წევრი ქვეყნის გადასაწყვეტია და არავის აქვს უფლება ამაში ჩაერიო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები